ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი

05 ნოემბერი 2019, 12:20 787 ნახვა

ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. შეხვდა კოლეგას მარკ რუტეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურდა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მხარეებმა თანამშრომლობის ყველა მიმართულება განიხილეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში