ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის შეფუთვის სამუშაოები მიმდინარეობს

05 ნოემბერი 2019, 12:26 1691 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის შეფუთვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის მობათქაშება, კედლის ფილების გაკვრა, სამღებრო სამუშაოები და  ფასადის მოწყობა. 

პროექტის ღირებულება 500 ათას ლარზე მეტია. ამ ეტაპზე სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი გაეცნენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში