უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: “სიდედრი ოჯახის წევრი არ არის”

05 ნოემბერი 2019, 20:02 1454 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთაგან ჯერ არცერთი შემხვედრია, რომელსაც ლიბერალური დემოკრატიის მახასიათებლებზე კითხვის საპასუხოდ თავისუფლად შეძლებოდა პასუხის გაცემა - ამის შესახებ ფეისბუქზე გიორგი მშვენიერაძე წერს, რომელიც მოსამართლეებთან ყველა გასაუბრებას ესწრება.

არასამთავრობო სექტორი კანდიდატების კომპეტენციას აკრიტიკებს, დღევანდელმა კანდიდატმა კი  ამ კრიტიკის უკან დაფინანსების მიღების სურვილი დაინახა.  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმინეს. ტრადიციულად აქტიურობდა ოპოზიცია. ქოჩიაშვილის სახელს უკავშირდება ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „მაესტროს“, ასევე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეები, შესაბამისად შეკითხვები ძირითადად, მის წარსულ საქმიანობას ეხებოდა.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში