სოფიო კილაძე მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი თანამდროვე ქალი მოიქცეოდა - არჩილ თალაკვაძე

06 ნოემბერი 2019, 11:48 1264 ნახვა

''ნებისმიერ ქალს, რომელიც შეძლება იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი ჩვენ ვუცხადებთ მტკიცე მხარდაჭერას'' - ეს კომენტარი  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბათუმში გააკეთა. ჟურნალისტებმა არჩილ თალაკვაძეს სოფიო კილაძის გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასებინეს. დეპუტატმა თქვა, რომ ის ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ზალადობის მსხვერპლი იყო. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი კოლეგა მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა. 

''ნებისმიერ ქალს, რომელიც შეძლება იყოს ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი ჩვენ ვუცხადებთ მტკიცე მხარდაჭერას. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ხელისუფლება დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად. ამ ბრძოლაში და ამ რეფორმებში სოფო კილაძე იყო თვითონ ჩართული, ამიტომ თუ მას პირად ცხოვრებაში შეექმნა ასეთი სიტუაცია, ის მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა, მიმართა სახელმწიფო ინსტიტუტებს და მიიღო ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა და სახელმწიფო სამსახური განსაზღვრავს'' - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში