არ გამოვრიცხავ, საპატრიარქოს პროცესების უკან იდგნენ ისინი, ვინც პარლამენტზე მიიტანეს შეტევა - არჩილ თალაკვაძე

06 ნოემბერი 2019, 14:06 1065 ნახვა

"არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობის უკან, ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან, რადგან საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათ წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს" - პატრიარქის მიმართ ბრალდებას ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. 

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენებმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ პატრიარქს და ეკლესიას აქვს ხელისუფლების და ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა, ამიტომ ის მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს. 

„პირიქით, მიმდინარე მოვლენებმა მკაფიოდ დაადასტურა, რომ პატრიარქს და ეკლესიას აქვს ხელისუფლების და ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის განცხადებები, რაც მის მიერ სამივე დასახელებულმა პირმა საჯაროდ გააკეთა და მათ უარყვეს ასეთი მოლაპარაკებებისა თუ შეხვედრის შესახებ", - განაცხადა თალაკვაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში