ბათუმში უკრაინის საპატიო კონსული დაინიშნა

06 ნოემბერი 2019, 15:44 1338 ნახვა

ბათუმში  უკრაინის საპატიო კონსული დაინიშნა. როსტომ ნაკაშიძეს ხელმოწერის ცერემონიალზე უკრაინის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა უფლებამოსილების ეგზეკვატურა გადასცა.

ბათუმში უკრაინის საკონსულო 2015 წელს გაუქმდა. დღეიდან უკრაინელ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად  თუ სხვა საჭიროებებისთვის მიმართონ კონსულს. ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ ეს არის არა მხოლოდ  ბათუმისთვის არამედ ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური ასევე კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. ბათუმს გაფორმებული აქვს ურთიერთმეგობრობის მემორანდუმი უკრაინის ოთხ ქალაქთან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში