ბორდერიზაცია - თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი აქცენტები

06 ნოემბერი 2019, 20:45 1242 ნახვა

დღის მეორე ნახევარში ხურვალეთში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ. ოფიციალური ინფორმაციით სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო განცხადებების ერთ-ერთი საგანი დღეს ბათუმში გამართულ თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზეც.

სიტყვით გამოსვლისას ამ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმაც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი აღნიშნა, რომ  საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებები მორიგი პროვოკაციაა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში