ფეისბუქ ბოტები "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშშიც მოხვდნენ - საქართველო ინტერნეტის თავისუფლებით მსოფლიო 10-ეულშია

07 ნოემბერი 2019, 14:18 1580 ნახვა

„ფრიდომ ჰაუსის“ საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით, იტალიასთან ერთად მე-10 ადგილს იკავებს.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება სრულად იყო დაცული და ამ თვალსაზრისით, ისეთ განვითარებულ ქვეყნებს გაუსწრო, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა).

თუმცა, ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდნენ ე.წ. ტროლებიც და ბოტებიც, რომელიც საფრთხედ იქნა შეფასებული. 

„ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში წერია, რომ მთავრობასთან აფილირებული „ტროლების“ და მომხმარებლების გააქტიურება, განსაკუთრებით 2018 წლის საპროტესტო აქციებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა.  

ნებისმიერ საზოგადოებრივ აქტიურობას, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვება, ქართული პროსახელისუფლებო ტროლები ყურადღების მიღმა არ ტოვებენ. მაგალითად განსაკუთრებული იყო ტროლებისა და ბოტების აქტიურობა 20 ივნისის აქციის მოვლენების დროს. მათი გააქტიურება შეინიშნებოდა როგორც ანტისაოკუპაციო აქციების, ისე პანკისის მოვლენებისას. 

ანგარიშში მოხვდა ასევე, საქართველოში ინტერნეტთან წვდომის საკითხიც. ორგანიზაციის შეფასებით,  ინტერნეტთან წვდომა გაიზარდა, თუმცა არა მნიშვნელოვნად. 

აღნიშნულ ინდექსს „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველ წელს განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 75 მიიღო და თავისუფალი ქვეყნების ათეულშია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში