7 ნოემბრიდან 12 წელი გავიდა

07 ნოემბერი 2019, 20:08 1533 ნახვა

დღეს 7 ნოემბერია, სწორედ 12 წლის წინანდელი ნოემბრის მოვლენები იყო ის, რის გამოც წინა ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი გაასამართლეს, მათ შორის ბრალი წარდგენილი აქვს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილი კი სასჯელს იხდის.

დასჯილების გარდა დღემდე ისმის განცხადებები დასასჯელებზე, განსაკუთრებით იმ პირებზე რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დარბევაში, მათ შორისაა მაგალითად ბათუმის უნივერსიტეტის შემთხვევაში დავით ბედია.


აქციების მონაწილეებიდან მაშინ დაახლოებით 250 ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში. დაარბიეს ტელეკომპანია „იმედი,“ დახურეს „ტვ 25“ და „კავკასია.“

გამოიყენებს ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დღეს პოლიტიკოსები მომხდარს ძალადობად აფასებენ, ნაწილი შეცდომას აღიარებს და ბოდიშს იხდის, ნაწილი კი პარალელს  გავრილოვის ღამესთან ავლებს და ამბობს, რომ წარსულზე მოქმედმა ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში