მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან გადადგა

07 ნოემბერი 2019, 20:00 1718 ნახვა

„ქართული ოცნება“ მმართველობის მეშვიდე წელს განათლების მეხუთე მინისტრს ცვლის. ზოგადად კი ბოლო 15 წელიწადში განათლების მინისტრი თერთმეტჯერ შეიცვალა. ახლა ინტერესის სფეროა ვინ გახდება მეთორმეტე. მიხეილ ბატიაშვილი გადადგა, თქვა რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე.

პრემიერმა კი განაცხადა, რომ განათლების რეფორმა უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას მოითხოვს. იყო თუ არა გახარიას ეს ფორმულირება ერთგვარი შენიშვნა ეს უცნობია, ცნობილია, რომ შესაძლოა ახლახან გაერთიანებული სამინისტრო გაიყოს - უკვე საუბრობენ კულტურისა და განათლების მინისტრების კანდიდატურებზე.

სხვათაშორის ეს გახარიას კაბინეტში პირველი საკადრო ცვლილებაა, რასაც ოპოზიციაში არჩევნებთან და ია კერზაიას საქმესთან აკავშირებენ.

განათლების ექსპერტებიც ამბობენ, რომ ეს ცვლილება უკვე ტრადიციაა წინასაარჩევნოდ და პარტიულ ინტერესებთან ერთად, სფეროს ცენტრალიზებას ემსახურება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში