დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში რეაგირება მოხდება - შსს ლორთქიფანიძის განცხადებაზე

08 ნოემბერი 2019, 14:20 1550 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, გარემოებების შესწავლა დაიწყეს. ყოფილმა დეპუტატმა დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მისი თქმით, აფიშაზე „და ჩვენ ვიცეკვებთ“, არ იყო დატანილი, რომ ფილმის ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაუშვებელია. 

სამინისტროში განმარტეს, რომ დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში პოლიციას შესაბამისი რეაგირება ექნება.

„ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ აფიშა საერთოდ არის გამოკრული. დაახლოებით 10 აფიშაა გამოკრული სხვადასხვა ფილმების და არც ერთი იმ ფილმისა, რომელიც დღეს 20:00 საათზე უნდა გავიდეს. ჩვენ დავინტერსდით მიზეზით და მიზეზი ვერავინ აგვიხსნა.

ცენტრალურ აფიშაზე დატანებული უნდა იყოს სეანსში მონაწილე პირთა ასაკობრივი ცენზი. როცა საჯარო სივრცეში არ არის აღნიშნული გრიფირება გამოტანილი, ეს მეტყველებს, რომ ამ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ორგანიზატორებს, ალბათ, კინოთეატრის ხელმძღვანელობასაც, აქვთ რაღაც დასამალი“, - აცხადებდა ლორთქიფანიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში