“ქართული ოცნების” რჩეულები აჭარაში

08 სექტემბერი 2016, 00:00 4777 ნახვა

ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია, რომელიც 3 საათზე მოგაწოდეთ, დადასტურდა. აჭარის უმაღლეს საბჭოს არჩევნებში, ქართული ოცნების პროპორციულ  სიის სათავეში აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და მაჟორიტარობის კანდიდატი 70-ე ოლქში  ნუგზარ  სურმანიძეა. მეორე ნომრად მთავრობის იურიდიული სამსახურის  უფროსი დავით გაბაიძე დასახელდა. მესამე ნომერი კი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი რეგიონში, ირაკლი ჭეიშვილია, მეოთხე ნომერი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის  პირველი მოადგილე ცოტნე ანანიძე, ხოლო მეხუთე აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძე. ასევე სიის ათეულში არიან აჭარის განათლების მინიტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს თანამშრომელი ნინო ჩხეტია, გიორგი მანველიძე და ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ზოიძე. 

ამავე კატეგორიაში