თბილისში კინოჩვენებიდან გამოსულ მოქალაქეებს აქციის მონაწილეებმა ბოთლები ესროლეს 

08 ნოემბერი 2019, 21:37 1401 ნახვა

თბილისში, კინოთეატრებიდან გამოსულ მოქალაქეებს აქციის მონაწილეებმა ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს. 

პოლიციას სპეციალური კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რა გზითაც ადამიანები ტერიტორიიდნ უნდა გასულიყვნენ. აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ფილმი ნახეს.

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირიც დააკავა. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ავტომობილში ჩასვეს და გაიყვანეს. 

''ქუდზე კაცი გამოდით, გამოუშვით თითოეული დაკავებული თორემ ქართული მარსი გააკეთებს იმას რაც აქამდე რა გაუკეთებია. მშვიდობიანად რა თქმა უნდა, ერთ-ერთი დაკავებული სანდრო ლობჟანიძეა'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ცოტა ხნის წინ დასრულდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში