"ქართული მარშის" ლიდერებისა და ლევან ვასაძის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ვითხოვთ - EMC

09 ნოემბერი 2019, 14:00 1513 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის წინააღმდეგ ქართული მარშის ლიდერებისა და ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ აქციას და ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღოს დროული სამართლებრივი ზომები ძალადობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ.

"აღნიშნული ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობა არსებითად არღვევს სამოქალაქო მშვიდობას და უსაფრთხოებას და სასიცოცხლო რისკების წინაშე აყენებს არა ერთ სოციალურ ჯგუფს, განსაკუთრებით ლგბტი ადამიანებს, რის გამოც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მიიღოს ადეკვატური სამართლებრივი ზომები მათი ლიდერების მიმართ და არ დაუშვას დანაშაულის შეწყნარება"- ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული წერილი, იხილეთ ვრცლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში