ამინდი, ბათუმი - როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდი 

11 ნოემბერი 2019, 10:59 3053 ნახვა

მომდევნო კვირა, საქართველოს მასშტაბით თბილი და უნალექო იქნება. ბათუმში,  ჰაერი უფრო გათბება, იქროლებს მსუბუქი ქარი 10-15 მეტრი წამში. თბილი ტემპერატურა შენარჩუნდება ღამითაც. 

მთელი კვირის განმავლობაში, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში +20 +25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში +17 +22, სანაპირო კურორტებზე კი +18 +23 გრადუსი.

ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსზე შენარჩუნდება და წყალში ბანაობაც შესაძლებელია. მზის ულტრაიისფერი ინდექსი კვლავ მაღალი იქნება, ნიშნულით #5.

 

ფოტო: დავით ჯაყელიძე 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში