რას ფიქრობენ და რა თქვეს პოლიტიკოსებმა პეტრე ცაავას ბრლადებებზე - ჰომოსექსუალიზმის ბრალდებები საპატრიარქოში

11 ნოემბერი 2019, 12:18 1581 ნახვა

საპატრიარქოს და სასულიერო პირების წინააღმდეგ სკანდალური განცხადებები გრძელდება, გუშინ პეტრე ცაავამ ახალი ბრალდებები გააჟღერა, კიდევ  ერთხელ დაადანაშაულა პატრიარქი, რომ თითქოს კათალიკოსი გიორგი მამალაძეს ფილმების ჩვენებას სთხოვდა. პეტრე ცაავამ არც პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხა, ფიქრობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ანაფორას გაიხდის.

ცნობილია, რომ დღეს   „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია ბიუროს სხდომაზე დააყენებს ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნის საკითხს.ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის თანახმად, მეუფე იაკობის საჯარო განცხადება, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას თხოვდნენ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში