უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს სახალხო დამცველი

11 ნოემბერი 2019, 18:24 994 ნახვა

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი ათ მიზეზს ასახელებს, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თუნდაც ერთ კანდიდატს. პროცესის ხარვეზიანობაზე ოპოზიციაშიც  საუბრობენ. მმართველი გუნდის წევრები კი უმცირესობას პროცესთან დაკავშირებით პოზიტიურ საერთაშორისო შეფასებებზე მიუთითებენ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში