არარსებული პარკირება ქედაში

11 ნოემბერი 2019, 20:04 1887 ნახვა

პრობლემა დაბა ქედაში, რომელიც წლების წინ წარმოიშვა, მაგრამ დღემდე ვერ გადაიჭრა. საქმე ეხება პარკირებას, რომლის მოუწესრიგებლობის გამოც ქვეითად მოსიარულეებს საფრთხე ექმნებათ.

ქედაში ჯერ ამისთვის არც ადგილია გამოყოფილი და არც შესაბამისი რეგულაციები არსებობს, ამიტომ ქაოსურად გაჩერებულ ავტომანქანებს ყველგან შეხვდებით.

კითხვაზე როდის გამოიყოფა, დაიხაზება და დარეგულირდება პარკირების თემა, ქედის თვითმმართველოაბში იგივე პასუხი აქვთ დღესაც რაც წლების წინაც ჰქონდათ - ისევ ამბობენ, რომ ადგილს ეძებენ და ისევ ამბობენ, რომ მომავალში მიხედავენ. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში