აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი გახდა

12 ნოემბერი 2019, 20:05 1599 ნახვა

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გიგა ჩხარტიშვილი დღეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. იგი ერთადერთი იყო ვინც საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. მას ორმა წევრმა მხარი დაუჭირა, ერთმა კი მისი სახელი ბიულეტენში გადახაზა.

გადადეს მოადგილის საკითხის განხილვა, მანამ სანამ საბჭოს მეხუთე წევრი შეუერთდება.

ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა თავისუფალია და ხელახალი კონკურსი მიმდინარეობს. ამ პარტიაში თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილის არჩევასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ მას იმპიჩმენტის მხარდაჭერა დაუფასდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში