საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს კენჭი ვერ უყარეს - განხილვა ხვალ გაგრძელდება

12 ნოემბერი 2019, 22:10 1074 ნახვა

საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტზე მსჯელობა ხვალინდელ პლენარულ სესიაზე გაგრძელდება. სესიის დაწყებამდე, სავარაუდოდ, უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნება სადაც ,,ქართული ოცნების,, დეპუტატები პროექტზე დამატებით კონსულტაციებს გაივლიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, მნიშვნელოვანია გუნდში მოხდეს აზრების შეჯერება და კენჭისყრა შემდეგ გაიმართოს.

უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდს პროექტის ჩაგდება უნდა. მათი განცხადებით თუკი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პარლამენტში ჩავარდება ,,ქართულ ოცნებას,, მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ითვალისწინებს. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში