გუნდში, რომ განსხვავებული მოსაზრებებია, ეს ადრეც არ დაგვიმალავს - გურამ მაჭარაშვილი

12 ნოემბერი 2019, 23:22 1320 ნახვა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხვალ გაგრძელდება. მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი. პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა პარლამენტის წინ, ლოზუნგით - ''არ გაბედოთ!''. მოქალაქეები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ეს ხელოვნურად დადგმულ სპექტაკლი იყოს და ''ქართული ოცნება'' დემოკრატიას თამაშობდეს.

პროცესებით უკმაყოფილოა ოპოზიციაც. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს და უმრავლესობამ დანაპირები არ შეასრულოს. 

მმართველი გუნდის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პროცესი მიდის ისე, როგორ ''ქართულმა ოცნებამ'' დააანონსა და ამ ეტაპზე აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, გუნდში რომ განსხვავებული მოსაზრებები იყო, ეს ადრეც გახმოვანდა.

''ეს არ დაგვიმალავს, თავიდანვე დავაანონსეთ, რომ ჩვენი ხმები არ იქნებოდა საკმარისი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. სამწუხაროდ იმ პოლიტიკური ძალის მიზანი არანაირად არ გახლავთ, პროპორციული არჩევნების გზით მიღებული შედეგები, მათ ყველაფერი ნეგატივში უნდათ რომ წარმოადგინონ. ეს პროცესი მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში. დასრულდეს და ამის შემდეგ გავაკეთოთ კომენტარები. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება კონსულტაციები, მე მგონია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, თუმცა გამორიცხული არაფერია'' - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში