მიხეილ ჩხენკელი ბოლო სამ წელიწადში განათლების მინისტრად მეორედ დაინიშნა

13 ნოემბერი 2019, 11:06 2557 ნახვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს, 13 ნოემბერს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

ჩხენკელმა მინისტრის თანამდებობა 2018 წლის ივლისში დატოვა.

მას აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში