პროექტის ჩაგდებას ბევრი დეპუტატის უჭერს მხარს - დიმიტრი ხუნდაძე

13 ნოემბერი 2019, 11:28 1243 ნახვა

უმრავლესობის წევრებმა ''ქართული ოცნების'' ოფისი დატოვეს. ამბობენ, რომ სხდომა საკმაოდ დაძაბული იყო. მმართველი გუნდის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ჩაგდება ბევრ დეპუტატს სურს და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. 

''სხდომა გამოვიდა საკმაოდ ცხელი და ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ უნდა გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ. ეყოლება მას სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება და მთავრობა თუ ეყოლება რყევადი და სუსტი ხელისუფლება,'' - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე. 

ჟურნალისტების კითხვაზე რა გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა, დეპუტატის ასე პასუხობს: ''ის გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი. პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი. მე დავსვი საკითხი ნათლად. არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომელის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ. ხმები აქ თუ არ დაითვალეს, დაითვლიან პარლამენტში.''

დეპუტატის ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' რიგებს არ ტოვებს და ბრძოლას აგრძელებს. 

„არა, უმრავლესობას არ ვტოვებ. ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყო ბევრი. იმაზე მეტი ვიდრე არის დღეს, იმისათვის, რომ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას რყევები ავაცილოთ'' - ამბობს უმრავლესობის წევრი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში