პრემიერმა ბიზნესომბუდსმენის პოსტი მიხეილ დაუშვილს ჩააბარა

14 ნოემბერი 2019, 10:20 2001 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაასახელა. გიორგი გახარიამ ის დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა და იმედი გამოთქვა, რომ ის გუნდის ღირსეული წევრი იქნება.

მთავრობის წევრებს გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენის მთავარი ამოცანები და ფუნქციებიც განუმარტა.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი დიდი ეკონომიკური გამოწვევების მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდ დაგვეხმაროს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. ბიზნესის მხარდაჭერა, ის სადაც კანონი ამის საშუალებას გვაძლევს, ეს იქნება ბიზნესომბუდსმენის მთავარი ამოცანა და ის ღირსეულად გაართმევს ამას თავს. მინდა ბიზნესმენებს ვუთხრა, ყველა ის საკითხი, რომელიც ბატონ მიხეილ დაუშვილთან იქნება მიტანილი, რამდენიმე წუთში  პრემიერ მინისტრის კაბინეტში მოხვდება"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა დღესვე მთავრობის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მისი მრჩეველიც წარუდგინა. გიორგი გახარიამ პოსტი ლელა ლაქიაშვილს ჩააბარა და განმარტა, რომ ახალი კადრის დამატებით გააქტიურდება ადმინისტრაციის მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

"ის ერთმნიშვნელოვნად გააქტიურებს ადამიანის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ადმინისტრაციის მუშაობას. ასევე გააქტიურდება ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს მუშაობა, რომელიც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ პასიური იყო. ჩვენი ძირითადი მიზანი არის, ადამიანი და მისი უფლებების დაცვა. ლელას ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ის ჩვენი გუნდის ღირსეული წვერი იქნება"- განმარტა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში