"ეძახონ ახლა მონები მაჟორიტარებს" — მდინარაძე ოპოზიციას

14 ნოემბერი 2019, 14:59 1332 ნახვა

ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირეს, მონები არ არიან. ამის შესახებ მან პროექტის ჩაგდების შემდეგ განაცხადა - წერს on.ge

"ჩვენი ოპონენტები არ ვიცი რამდენად იყვნენ პროპორციული სისტემის გასვლისაკენ, როდესაც ჯერ აანონსებდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს. ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერებად. აღმოჩნდა, რომ ასე თურმე არაა", — განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და ქვეყანაში 2020 არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.

დღეს, 14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში