ივანიშვილმა გადააგდო ხალხის, ახლა ხალხმა უნდა გადააგდოს ივანიშვილი - გიგი უგულავა

14 ნოემბერი 2019, 16:07 1156 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' ლიდერი ამბობს, რომ ახლა ხალხის ჯერია. ''რთული სიტუაციაა, მაგრამ მარტივად უნდა ვთქვათ. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება ''გადააგდო'', ახლა ხალხმა უნდა გადააგდო ივანიშვილი. ამ ქვეყანაში ან ჩატარდება პროპორციული სისტემით არჩევნები, ან საერთოდ არ ჩატარდება, როგორ? როგორ ნახავს... '' - ამბობს უგულავა. 

მისივე განცხადებით, ყველა პარტიის ლიდერი, მხარდამჭერები და ასევე მოქალაქეები დღეს შეიკრიბებიან. სამომავლო გეგმაზე კი მოგვიანებით იმსჯელებენ 

''ოცნების ყველა დეპუტატი იქნება ფურთის ღირსი. პირდაპირ თქვეს, ოპოზიცია მოგვიგებს ყველა სხვანაირ არჩევნებს და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთო, ასე გადაწყვიტეს. ბიძინა ივანიშვილი მუამარ კადაფის ან მორალესის ბედს გაიზიარებს'' - ამბობს ''ევროპული საქართველოს'' ლიდერი. 

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3.

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში