რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

14 ნოემბერი 2019, 22:47 1544 ნახვა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან. მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

ამბობენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ ამ გზით ისინი საკუთარ უფლებებს და ქვეყანას დაიცავენ.

კარვების ნაწილი გზაზეა გაშლილი. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, რასაც საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების პროტესტი და აქციები მოჰყვა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში