ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა

15 ნოემბერი 2019, 12:04 1959 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კონსერვატორი, ზვიად ძიძიგური უმრავლესობას ტოვებს. ამის მიზეზად ის პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ასახელებს. ზვიად ძიძიგურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას არ აპირებს, უბრალოდ უმრავლესობას ტოვებს. 

''მიმაჩნია, თუ პოლიტიკურ სარბიელზე აპირებ დარჩენას, მანდატის დატოვებაზე დიდი სისულელე არაფერია'' - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა. 

უმრავლესობა დატოვა ასევე საპარლამენტო ფრაქცია „კონსერვატორების'' სამმა დეპუტატმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამაც. ფრაქციაში სულ 6 წევრია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სხვა კანონმდებლები ამ ეტაპზე უცნობია. ბრიფინგზე მხოლოდ სამი დეპუტატის პოზიცია გახდა ცნობილი. 

ფრაქციის წევრია ''ქართული ოცნების'' დეპუტატი და აჭარის მაჟორიტარი მუხრან ვახტანგაძეც. 

„კონსერვატორებს“ არასდროს გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპებისთვის. არ ვაპირებთ, დავრჩეთ იქ, სადაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით არის გაუმართლებელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რბილი სიტყვა შევარჩიო, თუმცა სხვა სიტყვაც მადგება პირზე“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა. ხმები ასე გადანაწილდა მომხრე  -101, წინააღმდეგი - 3.

პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა. 

საპარლამენტო უმრავლესობა და ''ქართული ოცნება''  დეპუტატებმა დატოვეს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში