უმრავლესობის რიგებში ვრჩები, ოცნებას არ დავტოვებ - მუხრან ვახტანგაძე

15 ნოემბერი 2019, 13:06 1642 ნახვა

''მე ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, პარლამენტში შემოვედი ''ქართული ოცნების'' კვოტით და ვრჩები უმრავლესობის რიგებში, არ დავტოვებ'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მუხრან ვახტანგაძემ, რომელიც ფრაქცია ''კონსერვატორების'' წევრია. დღეს ფრაქციის სამმა წევრმა უმრავლესობის რიგები დატოვა. 

მუხრან ვახტანგაძე კი ამბობს, რომ დესტაბილიზაციის განცდას ვერ შექმნის, რადგან ამის უფლება არ აქვს. 

დეპუტატის განცხადებით, ფრაქციის წევრებთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ ჰქონია.

''მე არ მქონია ფრაქციის წევრებთან კონსულტაცია, არც ზვიად ძიძიგურთან, მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ'' - ამბობს დეპუტატი. 

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. კენჭისყრაზე პროექტს 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი ჰყავდა.  კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო.

აჭარის 8 დეპუტატიდან, დღეს სხდომაზე 7 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, აქედან ორი მაჟორიტარი დეპუტატი - მუხრან ვახტანგაძე და  ანზორ ბოლქვაძე, პროექტის  მომხრეებიარ  აღმოჩნდნენ.  კანონპროექტი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, სადაც მაჟორიტარების ინსტიტუტი უქმდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში