საქართველოს თავდაცვის ძალებს 377 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

15 ნოემბერი 2019, 16:21 1845 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს 377 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი კოჯორში გაიმართა.
ფიცის დადებამდე  წვევამდელებმა საწყისი მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.
დღეიდან ჯარისკაცები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, ასევე ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ქვედანაყოფებში 9 თვის განმავლობაში მათი საცხოვრებელი ადგილმდებარეობის მიხედვით გადანაწილდებიან და იმსახურებენ.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში