ჩვენი მიზანია ახალგაზრდების სისხლით მოპოვებული პროპორციული სიტემის დაცვა 

15 ნოემბერი 2019, 19:29 2083 ნახვა

აქციის მონაწილეებმა ბათუმში საორგანიზაციო ჯგუფი შექმნეს. ჯგუფში ოთხი პოლიტიკური პარტია - "ნაციონალური მოძრაონა", " გირჩი'', ''ევროპული საქართველო'' და ''შენების მოძრაობა'' გაერთიანდნენ. ასევე სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობი ორგანიზაციები.

აჭარის მთავრობის სახლთან, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, რამდენიმე წუთის წინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას აგრძელებენ და აქციებს ყოველდღიურად ბათუმში ჩაატარებენ.

რაც შეეხება მოთხოვნებს, მათი თქმით,  მთავარი მიზანი პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაა, რომლის დაპირებაც ''ქართული ოცნების'' ლიდერისგან მიიღეს. 

''შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გავერთიანდით სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებები. ასევე მხარს გვიჭერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მიზანია ქართველი ახალგაზრდების სისხლით მოპოვებული პროპორციული საარჩევნო სიტემის დაცვაა. 

მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხედვებისა, ეს ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რომელმაც გაგვაერთიანა. აქვე ვაცხადებთ, რომ ვუერთდებით თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციას და ვაპირებთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ ვრჩებით ბათუმში და ვმართავთ აქციებს,'' - უთხრა ჟურნალისტებს ალექსანდრე მილორავამ. 

მისივე განცხადებით ბათუმში აქცია ხვალ 19:00 საათზე გაიმართება, კვირას კი, თბილისის მსგავსად 3 საათზე შეიკრიბებიან. 

ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში