მმართველი გუნდი საპარლამენტო კრიზისს არ აღიარებს

15 ნოემბერი 2019, 20:18 1453 ნახვა

საქართველოს პარლამენტის საქმიანობა უკვე ერთი დღეა პრაქტიკულად შეჩერებულია. არ ჩატარებულა სესია და კომიტეტების სხდომები. ამასთან დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში 90 დეპუტატი რჩება.
 

გუშინ და დღეს მმართველი გუნდის რიგები 12-მა დეპუტატმა დატოვა, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, რასაც ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, მაშინ „ოცნება“ საკონსტიტუციოს შემდეგ, უბრალო უმრავლესობასაც დაკარგავს.

მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება მთავრობის ლეგიტიმაცია. ამასთან, წინ უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა და ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებაა.

მივა თუ არა ქვეყანა პოლიტიკურიდან სამართლებრივ კრიზისამდე?

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში