აქცია ბათუმში - ოპოზიციური პარტიების და საზოგადეობრივი ორგანიზაციების მიმართვა აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე 4 პირი დააკავეს

15 ნოემბერი 2019, 20:00 1474 ნახვა

დღეს დილით აქცია იყო აჭარის  მთავრობის სახლთანაც. აქციაზე შეკრებილები პარლამენტში იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ამ აქციის 4 მონაწილე დააკავეს. მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აქტივისტები. მათ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

სამართალდამცველები მათ აპარატის შენობის შესასვლელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა დაკავებულები არ ადასტურებენ იმას, რომ მათ შენობის პიკეტირება სცადეს.

დაკავებულები მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და სხდომა გადადო. თქვა, რომ ყველას აქვს უფლება ჰყავდეს ადვოკატი. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში