პატიმრის წერილი

15 ნოემბერი 2019, 18:52 1516 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილით კიდევ ერთმა პატიმარმა მიმართა. მსჯავრდებული წერს, რომ მას ციხეში ექიმები არაადამიანურად ეპყრობიან. ამბობს, რომ ექიმი არ უსმენს, ცუდად ექცევა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს სათანადოდ არ ეხმარება.  

პატიმარი ყვება, რომ სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, თუმცა ორი თვეა აყოვნებენ. მისი მდგომარეობა კი, ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება. ის უფლებადამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და მათთან შეხვედრას ითხოვს. მსჯავრდებული წერილში წერს, რომ შველა ბევრ პატიმარს სჭირდება.

„მთავარი“ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, სახალხო დამცველის აპარატს და უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. მსჯავრდებული ბათუმის მესამე დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მოინახულა ცოტნე ანანიძემ. მისი თქმით, პატიმრისთვის ოპერაცია ჩანიშნულია, თუმცა ეს არ არის გადაუდებელი საჭიროება და ელოდება რიგს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში