უმრავლესობის სხდომა დაპირისპირებისა და პროტესტის ფონზე

16 ნოემბერი 2019, 12:40 1730 ნახვა

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თანამოაზრეებთან ერთად მართავს.

ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ისინი მმართველი გუნდის დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო.

სამართლდამცველებმა კი კორდონი გააკეთეს, რომლითაც ცენტრალურ ოფისთან მისასვლელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. შენობაში მყოფი უმრავლესობა კი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში