ირაკლი ოქრუაშვილი - 17 ნოემბერს ივანიშვილს ხალხის ძალა უნდა ვაჩვენოთ

16 ნოემბერი 2019, 12:15 1764 ნახვა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ „17 ნოემბერს ყველა ჩვენგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ პირადი მიზნები და ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა.

მისი თქმით, “ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ნიშნავდა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას, სიღარიბის შემცირებას, ქვეყნის ხალხისაგან დაცლის შეჩერებას და ბევრ სხვა კარგ რამეს. მის დაპირებაში ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადეთ.

„გავრილოვის ღამეს” მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს, ბევრს ტყვია და ხელკეტი მოხვდა, მე და კიდევ 18 ადამიანს ციხის ფასად დაგვიჯდა მისთვის ამ დანაპირების “გამოგლეჯა”, - აცხადებს ოქრუაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში