ხმაური და დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან

16 ნოემბერი 2019, 15:20 1341 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, 11 საათისთვის დაიწყო. ოფისში შემავალ მმართველი გუნდის წევრებს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თანამოაზრეებთან ერთად, სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. პარალელურად, სამართლდამცველებმა კორდონი გააკეთეს. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ოფისიდან დეპუტატი გუგული მაღრაძე გამოვიდა.

შეკრებილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შეძახილებით გააცილეს. – „გრცხვენოდეთ“, „მონებო“. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრის განცხადებით, შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთმა პირმა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ სამართალდამცველია, ხელი დაარტყა. „ქართული ოცნების“ ოფისთან მყოფმა,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ მას მოუწოდა, ფაქტი პოლიციის განყოფილებაში დააფიქსიროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში