ხელისუფლების უარი ოპოზიციას

16 ნოემბერი 2019, 18:15 1259 ნახვა

მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა და უმრავლესობას გამოკლებული დეპუტატებისა, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინაპირობაც არ არსებობს, გერმანული მოდელი კი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.

უმრავლესობა კი სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის. დახურული შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეკრებილებმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

თუმცა ამ ხნის მანძილზე, შენობის გარეთ მხოლოდ ხმაური ისმოდა, ოპოზიციამ და მხარდამჭერებმა ოფისში შემავალ „ქართული ოცნების“ წევრებს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. მძიმე შემოდგომის კადრები ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში