''ჩათვალეთ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის'' - მიხეილ სააკაშვილი

16 ნოემბერი 2019, 19:49 2438 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა, ერთის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს. 

''მინდა მოგმართოთ ჩევნს მომხრეებსაც და იმ ადამიანებსაც ვისაც სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს და კრიტიკულია ჩვენს მიმართ. მინდა მოგმართოთ, როგორც საქართველოს რიგითმა შვილმა. საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ახლა წყდება საკითხი თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების მომავლის ბედი.

დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დადგეს საკითხი - ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად. ძალა ერთობაშია და ძალა არის ხალხში!'' - ამბობს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოში უნდა გათენდეს!, აბა თქვენ იცით - ამ სიტყვებით ასრულებს გამოსვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

ხვალ, 17 ნოემბერს პარლამენტთან ოპოზიციის გაერთიანებული საპროტესტო აქცია იმართება სლოგანით, "ერთად ერთის წინააღმდეგ".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში