პარლამენტში იარაღი შეიტანეს- მთავარი არხი

17 ნოემბერი 2019, 13:05 1312 ნახვა

ტელეკომპანია ''მთავარი არხის '' ინფორმაციით, საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს. ''მთავარი''  ავრცელებს იარაღის კადრებსაც.  კადრებში ჩანს, რომ იარაღი შენობის კიბეებსა და დერეფნებშია განლაგებული. გარდა ამისა, პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული და ადგილზე სპეციალური ეკიპირებაა მიტანილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ადგილზეა, თუმცა ისინი შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ შენობაში შესვლა დაგეგმილი აქციიდან გამომდინარე გამკაცრებულია.

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შუადღით, სამ საათზე უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორი სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობა და ოპოზიციური პარტიაა. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში