პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია, ჭიშკრებს ბოქლომი ადევს

17 ნოემბერი 2019, 18:03 1432 ნახვა

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. ამ დროისთვის ყველა შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ადევს. 

ბოქლომის გასაღები ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხალხში გადააგდეს. 

''ხალხი, რომ გადაწყვეტს მაშინ გაიღება კარი, სწორედ ამიტომ გასაღები ხალხში სიმბოლურად გადავაგდეთ.  პარლამენტი იქნება პიკეტირებული, სანამ მოთხოვნების არ შესრულდება'' - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვასაძემ. 

''ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა. ეს პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს და ეს იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, რაც მათ ჩაიდინეს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს გული მწყდებაო, შეუძლია ორ კვირაში გამოასწოროს'' - თქვა გიგი უგულავამ. 

აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებულ შესასვლელებთან კარვები გაშალეს.

პარალელურად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია და სიტყვით გამოსვლები გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში