''პატრიოტთა ალიანსი'' სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაემიჯნა და აქცია დამოუკიდებლად ჩაატარა

17 ნოემბერი 2019, 18:15 1123 ნახვა

„პატრიოტთა ალიანსი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს გაემიჯნა და განცალკევებულად აქცია-მსვლელობა დაიწყო. პარტიის მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე 17 საათზე შეიკრიბენ და მთავრობას წითელი ბარათები უჩვენეს.

ისინი მსვლელობით რუსთველის გამზირზე, ოპერის შენობისკენ მიემართებიან, საიდანაც რამდენიმე მეტრში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსსა და დანარჩენ ოპოზიციას პროტესტის მიზეზი საერთო აქვს, მათ აქციაზე მაინც ჩანს ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო ბანერები. აქციას „ქართული მარშიც“ შეუერთდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში