''ერთად ერთის წინააღმდეგ '' - პროტესტი პარლამენტთან 

17 ნოემბერი 2019, 20:34 4719 ნახვა

აქცია რუსთაველის გამზირზე, სამ საათზე დაიწყო. საერთო იდეით გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყნის მთავარ პროსპექტზე, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. აქციაზე იმყოფებიან რეგიონებიდან ჩასული ადამიანებიც.

სიტყვით გამოსვლები პარლამენტთან დასრულდა. გამომსვლელები, ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს დაპირება და  ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პროტესტის გაგრძელებას და პიკეტირებას აანონსებენ. 

ფოტო: სოციალური ქსელი 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში