აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

18 ნოემბერი 2019, 10:45 1992 ნახვა

აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ, თუმცა შენობასთან ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძე არ გამოჩენილა.

მთავრობის სახლის წინ გაშლილია ორი კარავი. აქციის მონაწილეთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს.

აქციის მონაწილეები, მათი მოთხოვნის შესრულებამდე დაშლას არ აპირებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში