შეწყვიტონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება - შსს მიმართვა აქციის ორგანიზატორებს

18 ნოემბერი 2019, 14:19 1117 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განცხადების გავრცელების შემდეგ უკვე საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს მიმართა. ისინი

''მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და პროტესტი განაგრძონ კანონით დადგენილ ფარგლებში. კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ორგანიზატორებს, ასევე მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია, კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას'' - განაცხადეს ბრიფინგზე. 

უწყებაში ამბობენ, რომ 17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება“, – აცხადებენ შსს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში