პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

18 ნოემბერი 2019, 17:27 1512 ნახვა

პარლამენტთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი ტერიტორიიდან გაჰყავთ. სავარაუდოდ დაკავებულია გიგა მაქარაშვილიც. აჭარის მაუწყებელი ინფორმაციას აზუსტებს. 

ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ 10-მდე პირი აიყვანა. 

აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება, ცოტა ხნის წინ დაიწყო. სამართალდამცველები რამდენიმე მიმართულებით მიდიან საკანონმდებლო ორგანოსკენ. ისმის გამაფრთხილებელი საყვირების ხმა.

პარლამენტთან იმყოფებიან პოლიტიკური პარტიის ლიდერები და აქტივისტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში