ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

18 ნოემბერი 2019, 21:29 1560 ნახვა

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ის თაბუკაშვილის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, სამმართველოში რჩებიან –  ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში