რუსეთი საფრთხედ 83%-ს მიაჩნია, ამერიკა კი 52%-ისთვის პარტნიორია - IRI

19 ნოემბერი 2019, 11:29 1370 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული 1500 პირიდან 83% მიიჩნევს, რომ რუსეთი ქვეყნისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს.

კითხვაზე ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ვის მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე ძლიერ ეკონომიკურ პარტნიორად და რომელი ქვეყნებია საფრთხის შემცვლელი მოსახლეობის აზრი ასე გადანაწილდა.

გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ რუსეთი ქვეყნისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს. 72%-ს კი ის საშიში ეკონომიკური კუთხით ჰგონია. მხოლოდ გამოკითხულთა 7% რუსეთს პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევს, 13%-ს კი ის ეკონომიკური პარტნიორი ჰგონია.

გამოკითხულთა 52%-ს მიაჩნია, რომ აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, 50%-ს ასეთად ევროკავშირი მიაჩნია, 32%-მა ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად  უკრაინა დაასახელა.

რაც შეეხება მეზობლებს, აზერბაიჯანს პარტნიორად 14%-ი, სომხეთს კი 10% მიიჩნევს, 22%-ისთის კი აზერბაიჯანი ეკონომიკური კუთხითაც მნიშვნელოვანი პარტნიორია.

რაც შეეხება თურქეთს, 9%-ისთის ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია, ზუსტად ამდენივეს კი მიაჩნია რომ ის საფრთხის შემცვლელია. თუმცა მაღალი, 24%-ია იმ ადამიანთან რიცხვი, რომლებიც მას მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავენ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში