აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა

19 ნოემბერი 2019, 12:09 1153 ნახვა

პარლამენტთან წყლის ჭავლის გამოყენებით, მოქალაქეების და ოპოზიციური ლიდერების საპროტესტო აქციები უკვე მეორედ დაშალა ხელისუფლებამ. ამჯერად მიზეზი პიკეტირებული პარლამენტი გახდა. ტომრებით ჩახერგილი საკანონმდებლო  ორგანოს შესასვლელი და ბოქლომდადებული კარების გათავისუფლება ხელისუფლებამ სპეცრაზმის საშუალებით გადაწყვიტა.

აქციის დაშლისას ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით გუშინ 37 პირი  დააკავა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტოს აქციაზე პარლამენტთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 10 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა, დღეს    ადმინისტრაციულ სახდელზე იმსჯელებენ.  ადვოკატები  მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას ფულადი ჯარიმის გარეშე ითხოვენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში