დე ფაქტო ცხინვალი დაკავებული ექიმის შესახებ - "ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა"

19 ნოემბერი 2019, 13:32 1618 ნახვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა, დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

ე.წ. უშიშროების საბჭო წერს, რომ, ექიმი სამ პირთან ერთად დააკავეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა, რის გამოც მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს," - ამის შესახებ ე.წ. უშიშროების საბჭოს პრეს მდივანმა განაცხადა. 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ექიმი 2008 წლის საქართველო - რუსეთის ომშიც აქტიურად მონაწილებდა სამხედრო ექიმის სტატუსით. 

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაონში დააკავეს, 15 ნოემბერს კი მას პატიმრობა შეუფარდეს. ექიმი აცხადებს, რომ მას საზღვარი არ დაურღვევია, რადგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და ის დე ფაქტო საზღვრებს არ აღიარებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში